Translate

Tuesday, May 15, 2018

ნამცხვარი " ციყვი"

დღეს ჩვენ ვისწავლით ნამცხვარი "ციყვის მომზადებას.



მომზადება: 

200 გრ. შერბილებული კარაქი და 2 ჩაის ჭიქა შაქარი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გათეთრებამდე. უმჯობესია ხელით მოზილოთ, კარაქი, რომ ძალიან არ გადნეს; 

დაუმატეთ 6 კვერცხი რიგ-რიგობით. 200 გრამი მაწონი, ვანილი და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი. შესაძლოა ფქვილი ცოტა მეტიც;

დასასხმელი ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით;

გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი (მანამდე ცხიმი). დაასხით ცომი და გამოაცხვეთ. როცა გამოცხვება გააციეთ;

ბისკვიტი ჭიქით დაჭერით. დარჩენილი ნაკუწები დაფშვენით, ნამცხვარზე მოსაყრელად;





კრემი: 

აადუღეთ 1 ლ/ რძე და გააგრილეთ; 
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის 2 გული და 1 1/2 ჭიქა შაქარი. + 1 ჭიქა ფქვილი;

ეს მასა ნელ-ნელა ჩაუმატეთ შეგრილებულ რძეს; 

დაბალ ცეცხლზე, გაზზე წამოადუღეთ, თან ურიეთ, არ მიგეწვათ; 

როცა კრემი შესქელდება, წამოდუღდება, გამორთეთ და შეაგრილეთ;

ბოლოს შეათქვიფეთ 100 რამი კარაქი და ვანილი;

 „ციყვის“ უკვე დაჭრილი მრგვალი ბისკვიტები შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით. შეაერთეთ და ზემოდანაც და გვერდებიდანაც გადაუსვით კრემი. მოაყარეთ დაფშვნილი ბისკვიტი.

გემრიელად მიირთვით!!

No comments:

Post a Comment