Translate

Tuesday, February 27, 2018

Easy Chocolate Brownies Recipe !

ნამცხვარი სნიკერსი

ნამცხვარი სნიკერსი

ცომი: 3.5 ჩ.ჭ პურის ფქვილი 2 ჭიქა შაქარი 5ც კვერცხი 3ს.კ თაფლი 200 გრ მარგარინი 200 გრ არაჟანი 1 ჩ.კ სოდა 1 ს.კ ძმარი 1.5 ჭიქა მიწისთხილი კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი 200 გრ კარაქი მომზადება: კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი.



Tuesday, February 20, 2018

დონატის მომზადება!!

გამარჯობა!
დღეს ვისწავლით უგემრიელესი დონატის  გაკეთებას!

შემადგენლობა:
  • 250 მლ კეფირი
  • 5 ს.კ შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი-მწიკვი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 3 ს.კ ზეთი
  • 500 გრ ფქვილი
  • ზეთი-დონატების შესაწვავად
მომზადა:
ჯამში მოვათავსოთ კეფირი მარილი ,შაქარი და კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ სოდა, ზეთი და
კარგად მოვურიოთ. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი. ( ხელს არ
უნდა ეკრობოდეს).ცომი გაყავით ორად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 7-8 მილიმეტრის სისქეზე.
გამოჭერით რგოლები ცომისგან, რგოლებს შუაში კიდევ გაუკეთეთ პატარა რგოლი (მაგ. არყის პატარა ჭიქით.
დარჩენილი ცომი ხელახალა გააბრტყელეთ და გამოიყენეთ დონატების გასაკეთებლად.
ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი (2 სანტიმეტრის სიმაღლეზე). აადუღეთ და დაიწყეთ დონატების ჩაყრა მცირე
პორციებად. დაბრაწული დონატები ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ ზეთი ჩამოიწუროს. გადაიტანეთ
თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა ან შოკოლადის მინანქარი.

ქოქოსის ნამცხვარი!!!!!

გამარჯობათ!
დღეს ქოქოსის ნამცხვრების მოყვარულებისთვის ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი ნამცხვრის, რომლის ბისკვიტსაც და კრემსაც ძალიან ბევრი ქოქოსი აქვს. მომზადება არაა რთული და არც დიდი დრო არ სჭირდება. ნამცხვარი არის საშუალოდ ტკბილი, გირჩევთ კარგი ხარისხის ქოქოსი გამოიყენოთ, რათა მისი არომატი მძაფრად იგრძნობოდეს ნამცხვარში.
  

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

6 კვერცხის ცილა

1 ჩ.ჭ. რძე

1 3/4 ჩ.ჭ. შაქარი

2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი

185 გ. დარბილებული კარაქი

4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 პაკეტი ვანილინი

85 გ. ქოქოსის ფანტელი

1 ჩ.კ. მარილი
კრემისთვის:
1 1/2 ჩ.ჭ. რძე4 ც. კვერცხის გული1/3 ჩ.ჭ. შაქარი3 ს.კ. სიმინდის სახამებელი3/4 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი 35 %+ ნაღები1 პაკეტი ვანილინი3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
მომზადება:
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, თან განუწყვეტლივ თქვიფეთ.
  • შემდეგ შეათქვიფეთ ვანილი და 2 ს.კ. ნაღები.
  • ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ კი ჩააცერით კვერცხიან მასას. ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს.
  • საცხობ ფორმას (28 სმ. დიამეტრის) წაუსვით ცხიმი, ცომი გაანაწილეთ და ცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  • კრემის მოსამზადებლად, ნაღები უნდა იყოს კარგად გაციებული და აუცილებლად მაღალპროცენტიანი. ნაღები ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა შესქელდება დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ კრემისებური კონსტიტენციის მიღებამდე.
  • გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა! <3