Translate

Tuesday, February 27, 2018

ნამცხვარი სნიკერსი

ნამცხვარი სნიკერსი

ცომი: 3.5 ჩ.ჭ პურის ფქვილი 2 ჭიქა შაქარი 5ც კვერცხი 3ს.კ თაფლი 200 გრ მარგარინი 200 გრ არაჟანი 1 ჩ.კ სოდა 1 ს.კ ძმარი 1.5 ჭიქა მიწისთხილი კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი 200 გრ კარაქი მომზადება: კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი.



No comments:

Post a Comment