დღეს ქოქოსის ნამცხვრების მოყვარულებისთვის ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი ნამცხვრის, რომლის ბისკვიტსაც და კრემსაც ძალიან ბევრი ქოქოსი აქვს. მომზადება არაა რთული და არც დიდი დრო არ სჭირდება. ნამცხვარი არის საშუალოდ ტკბილი, გირჩევთ კარგი ხარისხის ქოქოსი გამოიყენოთ, რათა მისი არომატი მძაფრად იგრძნობოდეს ნამცხვარში.ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
| |
| 6 კვერცხის ცილა | |
| 1 ჩ.ჭ. რძე | |
| 1 3/4 ჩ.ჭ. შაქარი | |
| 2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი | |
| 185 გ. დარბილებული კარაქი | |
| 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი | |
| 1 პაკეტი ვანილინი | |
| 85 გ. ქოქოსის ფანტელი | |
| 1 ჩ.კ. მარილი
კრემისთვის:
1 1/2 ჩ.ჭ. რძე4 ც. კვერცხის გული1/3 ჩ.ჭ. შაქარი3 ს.კ. სიმინდის სახამებელი3/4 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი 35 %+ ნაღები1 პაკეტი ვანილინი3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელი |
მომზადება:
- კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, თან განუწყვეტლივ თქვიფეთ.
- შემდეგ შეათქვიფეთ ვანილი და 2 ს.კ. ნაღები.
- ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ კი ჩააცერით კვერცხიან მასას. ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს.
- საცხობ ფორმას (28 სმ. დიამეტრის) წაუსვით ცხიმი, ცომი გაანაწილეთ და ცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
- კრემის მოსამზადებლად, ნაღები უნდა იყოს კარგად გაციებული და აუცილებლად მაღალპროცენტიანი. ნაღები ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა შესქელდება დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ კრემისებური კონსტიტენციის მიღებამდე.
- გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა! <3
No comments:
Post a Comment